Accessibility links

logo-print

რუსეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას სთავაზობს


რუსეთი საქართველოს სთავაზობს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებაში. წერილობით განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია აგრეთვე, რომ რუსეთი მზად არის, თბილისის ცალმხრივი გადაწყვეტილების საპასუხოდ, თვითონაც შემოიღოს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან. „ჩვენ ვიყავით და ვრჩებით დაინტერესებული რუსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის კავშირების განმტკიცებით. მზად ვართ, საპასუხოდ შემოვიღოთ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის. საამისოდ აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები, რომლებითაც გარანტირებული იქნება საქართველოში ჩასული რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება“, - ნათქვამია ლუკაშევიჩის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG