Accessibility links

logo-print

მამათა და შვილთა ბრძოლა არჩევნებისწინა რუსეთში


რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბევრს მოეჩვენა, რომ პუტინის მომხრეთა მთავარ მასას უფროსი თაობის წარმომადგენლები შეადგენენ, მოწინააღმდეგეთა არმია კი ახალგაზრდები არიან. ფაქტი ისაა, რომ მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა დიდია. ერთ მხარესაა 56 წლის ალექსანდრ ავანესოვი, მოსკოვში ფრანგული სიმღერის გუნდის ხელმძღვანელი, მეორე მხარეს კი - მისი გუნდის რიგითი მომღერალი, 18 წლის ტატიანა კიმი. ავანესოვი ამბობს, რომ ის პუტინს უჭერს მხარს, რადგან რუსების მდგომარეობა ისე კარგი, როგორც პუტინის მმართველობისას იყო, არასოდეს ყოფილა; ტატიანა კი აცხადებს, რომ საერთოდ არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში, რადგან რუსეთის პოლიტიკას სიყალბედ მიიჩნევს. ავანესოვის აზრით, ახალგაზრდებს არ ესმით, რა საშინელება სუფევდა რუსეთში 90-იან წლებში, სანამ პუტინი მოვიდოდა ხელისუფლებაში, მისი 18 წლის ოპონენტი კი ამბობს, აუტანელია ეს ავტორიტარული სისტემა, პუტინის ყველა მეტოქე არჩევნებში კრემლის მარიონეტიაო. ავანესოვი სტაბილურობას მიიჩნევს უმთავრეს პრიორიტეტად, ტატიანა კიმი კი თვლის, რომ ამ სტაბილურობას განახლება და დემოკრატიზება უნდა მოჰყვეს. ავანესოვისთვის იდეალური იქნებოდა მედვედევი გამხდარიყო მეორე ვადით პრეზიდენტი. ის ამბობს, კიმის თაობამ არც კი იცის, როგორი ბედნიერია, პუტინის პერიოდის სტაბილურობამ რამდენი სიკეთე მოუტანა მასო:

„ მათ მობეზრდათ პუტინის ეს მამობრივი ტონი. მათ ახლის ხილვა სურთ. მაგრამ ჩვენ ხომ ვოცნებობდით იმ დროზე, როცა დავივიწყებდით პოლიტიკას, როცა აღარ შეგვეშინდებოდა პარტიის ყოველი შემდეგი ყრილობისა, სადაც ჩვენს ნაცვლად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ხომ გვსურდა დამდგარიყო დრო, როცა შევძლებდით ჩვენი სამყოფი გამოგვემუშავებინა, გვეზრუნა ოჯახისთვის, ჩაგვეცვა, დაგვეხურა რიგიანად, გვეჭამა წესიერად, გვემოგზაურა პარტკომის უფლების გარეშე. და, აი, სწორედ ახლა დადგა ასეთი დრო.“

სახაროვის გამზირზე, იაკიმანკას ქუჩაზე და ბოლოტნაიას მოედანზე ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, უმრავლესობა არ იყო ყველაზე ახალგაზრდა თაობა ...
რადიო თავისუფლება ტატიანა კიმს და მის თანატოლებს, ასევე გუნდის მომღერლებს, კაფეში შეხვდა რეპეტიციის შემდეგ. მათი პოზიცია ცხადია: გვესმის, რომ ჩვენი მშობლების თაობას მეტად რთული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ახლა უნდა შეეგუონ ავტორიტარულ სისტემასო. ეს ახალგაზრდები არც ერთ ოპოზიციურ, საპროტესტო გამოსვლას არ დასწრებიან, თუმცა თვლიან, რომ მთავრობა ჩირქს სცხებს დემონსტრაციების მონაწილეებს, როცა აცხადებს, რომ ისინი უცხოეთის ძალების ხელში იარაღს წარმოადგენენ. გუნდის მომღერალ კამილა გრაჩოვას უკვირს, „რატომ ავიწყდება ყველას, რომ ხალხს აქვს უფლებები. თუ რამის შეცვლა სურთ, რატომ არ უნდა ჰქონდეთ უფლება გარეთ გავიდნენ და თქვან ამის შესახებ? ზოგს ის ავიწყდება, რომ აქვს უფლებები და სხვებს კი, რომ აკისრიათ პასუხისმგებლობა.“

გრაჩოვა განმარტავს, რატომ არ მოსწონს მას და მის თანატოლებს რუსეთის პოლიტიკური სისტემის ბუნება, რუსეთისა, სადაც არჩევნები არაა არჩევნები და ოპოზიცია კი არაა ნამდვილი ოპოზიცია:

„საპარლამენტო არჩევნები საშინელება იყო. არ იყო არავითარი არჩევანი, იყო მხოლოდ ფსევდოოპოზიცია. ეს, ფაქტობრივად, წმინდა წყლის ავტორიტარული რეჟიმია.“

თაობათა შორის უფსკრული უკეთ დაგვანახვა იქვე მჯდომმა ქალმა, რომელმაც ახალგაზრდებს ხმა ჩააკმენდინა და გამოგვიცხადა, ეს ლოზუნგები უკვე 80-იანი წლებიდან გვესმის, ეს უაზრობააო. სოციოლოგები კანონზომიერების დადგენას ესწრაფვიან და დასკვნის სახით აცხადებენ, რომ თაობათა შორის განხეთქილება რუსეთის ამომრჩეველთა შორის განხეთქილების ერთ-ერთი გამოვლინებაა; ლევადას კვლევითი ცენტრის თანამშრომელი ბორის დუბინი ამბობს:
სიმტკიცე და სიუხეშე, რომელიც გამოავლინა მმართველობაში მოსვლისას, აუცილებელი იყო ჩეჩნეთში სამოქმედოდ ...

სახაროვის გამზირზე, იაკიმანკას ქუჩაზე და ბოლოტნაიას მოედანზე ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, უმრავლესობა არ იყო ყველაზე ახალგაზრდა თაობა. ამ ჯგუფს შეადგენდნენ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეები. შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი - 40-დან 55 წლამდე ადამიანები - ასევე საკმარისად იყო იქ მისული. ასე რომ, ერთადერთი განხეთქილება ეს არაა. განხეთქილების რამდენიმე ზოლი არსებობს: ერთი ყოფს ცენტრსა და პერიფერიას, მეორე - უფრო შეძლებულსა და უფრო ღარიბს, შემდეგი - უფრო ახალგაზრდებს (არააუცილებლად ყველაზე ახალგაზრდებს) ყველაზე ასაკოვნებისგან.“

ავანესოვი ამბობს, რომ ის პუტინის მომხრეთა შეკრებებზე არ დადის ხოლმე, თუმცა აპირებს აქციებში მონაწილეობას, რადგან თვლის, რომ ოპოზიცია ძნელად მოპოვებულ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ახალგაზრდები კი მის გუნდში მოელიან, რომ პუტინი კვლავ პრეზიდენტი გახდება. მათ იმედი აქვთ, რომ ამ შესაძლებლობას ახლანდელი პრემიერი გამოიყენებს აზრიანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად. ეს არის, რისი იმედი ავანესოვსაც აქვს:

„ვიმედოვნებ, რომ პუტინი შეიცვლება. სიმტკიცე და სიუხეშე, რომელიც გამოავლინა მმართველობაში მოსვლისას, აუცილებელი იყო ჩეჩნეთში სამოქმედოდ, როგორც სტალინს დასჭირდა იგივე ჰიტლერთან ბრძოლაში. მაგრამ ახლა საჭიროა უფრო ცივილიზებული, უფრო ინტელექტუალური პოლიტიკა და პოზიცია.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG