Accessibility links

თბილისი უარს ამბობს რუსეთის ინიციატივაზე დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ


საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს რუსეთის წინადადებაზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ. განცხადება, რომ რუსეთის მხარე ასეთი ინიციატივით გამოდის და მზადაა, საქართველოს ცალმხრივი გადაწყვეტილების საპასუხოდ, თვითონაც შემოიღოს უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის, დღეს გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე. მაგრამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მხარე არ განიხილავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს, სანამ ამ ქვეყანას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.
XS
SM
MD
LG