Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ზრდიან პოლიციელების რიცხვს არჩევნებთან დაკავშირებით


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინიტრო აპირებს, ცენტრალური რუსეთის რეგიონებიდან მოსკოვში გააგზავნოს 6300-მდე პოლიციელი 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე და მომდევნო დღეებში წესრიგის დასაცავად. სამინისტროს განცხადებით, ეს ზომა მიზანშეწონილია 5 მარტს მოსალოდნელი მიტინგებისა და დემონსტრაციების გამო. მოსალოდნელია, რომ 4 მარტის არჩევნების შედეგად პრეზიდენტის პოსტს დაუბრუნდება ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი. გამოკითხვების თანახმად, რეიტინგით პუტინს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან მეტოქეები. მათ შორის არიან კომუნისტური პარტიის ლიდერი, გენადი ზიუგანოვი, ნაციონალისტი ვლადიმირ ჟირინოვსკი, მილიარდერი მიხეილ პროხოროვი და პარლამენტის ზედა პალატის ყოფილი დეპუტატი, სერგეი მირონოვი. პარასკევი წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღე იყო, რადგან აკრძალულია კამპანიის წარმოება კენჭისყრის წინა დღეს.
XS
SM
MD
LG