Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ზღუდავენ წითელი ჯვრის მუშაობას


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აცხადებს, რომ სირიაში მას არ მისცეს საშუალება, დახმარება შეეტანა ქალაქ ჰომსში, ბაბა ამრის რაიონში, რომელიც ბოლო კვირებში იბომბებოდა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, იაკობ კელენბერგერი „მიუღებელს“ უწოდებს სირიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს უარი უთხრას ბაბა ამრში მყოფი პირების დახმარებაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ დამასკმა წითელ ჯვარს „მწვანე შუქი აუნთო“ ხუთშაბათს - მისცა მას პარასკევს ბაბა ამრში შესვლის უფლება. სირიის სამთავრობო ჯარებმა ხუთშაბათს განდევნეს მეამბოხეები ბაბა ამრიდან. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა ნიუ-იორკში გაკეთებული განცხადებით სირიისაგან მოითხოვა, უპირობოდ შეუშვას ჰუმანიტარული დახმარება დაზარალებულებთან.
XS
SM
MD
LG