Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმია აგრძელებს ჰომსისთვის ცეცხლის დაშენას


სირიელი აქტივისტების ცნობით, არმია აგრძელებს ქვეყნის ცენტრში მდებარე ქალაქ ჰომსისთვის საარტილერიო ცეცხლის დაშენას. წითელი ჯვრის კოლონა, რომელმაც სურსათი და დახმარება უნდა შეიტანოს ქალაქში, არმიამ შეჩერა. ადრე მავრობამ განაცხადა, რომ დამასკიდან გაგზავნილ კოლონის ქალაქში შეუშვებდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კიმ მუნმა საგანგაშო უწოდა ვითარებას ჰომსში, სადაც, სამთავრობო არმიის მიერ ქალაქის კვლავ ხელში ჩაგდების შემდეგ იტყობინებიან მოქალაქეთა უკანონო დასჯის, დაპატიმრების და წამების შესახებ. სირიის მთავრობის თანახმად, ბანი არ არის სრულად ინფორმებული ქვეყნაში ვითარების შესახებ. ვითარებას ჰომსის დასავლეთ ნაწილში, ბაბა ამრში, რომელსაც მთავრობის ჯარი სასტიკად გაუსწორდა, მისი მცხოვრებნი აფასებენ, როგორ კატასტროფულს. მოსახლეობას არ აქვს არც წყალი, არც დენია, არც სურსათი. ქალაქის ამ ნაწილში გამაგრებული მეამბოხეები სამი კვირა უწევდნენ მთავრობის ჯარს წინააღმდეგობას. მეამბოხეთა თანახმად, ტყვია-წამლის ნაკლებობამ და ჰუანიტარულმა მძიმე პირობებმა ისინი აიძულა არეალი დაეტოვებინათ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეთ დაუთოღლუმ სტამბოლში, შაბათს განაცხადა, რომ ბაბა ამრში და სხვაგან სირიის არმიის ქმედება „ხოცვა-ჟლეტის ორგანიზებული კამპანიაა“. დაუთოღლუსთან ერთად პრესკონფერენციაზე, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯულიო ტერციმ განაცხადა, რომ ბაბა ამრში ვითარება მიუღებელია, რომ იქ არმიის ქმედება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია. დღესვე იუწყებოდნენ თურქეთის საზღვართან, იდლიბში არმიის და მეამბოხეების შეტაკების შესახებ.
XS
SM
MD
LG