Accessibility links

logo-print

პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართა


დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა მდუმარე საპროტესტო აქცია. იქ შეკრებილი ადამიანები ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების გარემოებების ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ. აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები მონაწილეობდნენ. მდუმარე აქციაზე ახალგაზრდებმა პოლიციის სათამაშო მანქანა დაწვეს. მათი განმარტებით, პოლიციის მანქანის დაწვა სიმბოლოა იმისა, რომ საქართველოს პოლიცია თავის მოვალეობას ვერ ასრულებს და არ იცავს ადამიანების უსაფრთხოებას.
XS
SM
MD
LG