Accessibility links

logo-print

ობამა: ირანის ბირთვულ პროგრამაზე „ბლეფს არ მივმართავ“


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის „ბლეფს არ მიმართავს“, როცა აცხადებს, რომ ირანს არ უნდა მიეცეს ნება, შექმნას ბირთვული იარაღი. ობამამ აშშ-ის ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიპლომატიას და სანქციებს შანსი უნდა მიეცეს დაიყოლიონ ირანი, შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა. მაგრამ, იქვე უთხრა ობამამ „ატლანტიკს“, თუ ეს არ იმუშავებს, ყველა საშუალება შეიძლებ იქნეს გამოყენებული, მათ შორის სამხედრო. აშშ-ის პრეზიდენტი თვლის, რომ ისრაელის მხრივ პრევენციული სამხედრო თავდასხმა ირანზე გაუთვალისწინებელ შედეგებს მოიტანს, სხვათა შორის იმას, რომ ირანი მსხვერპლად წარმოდგება. კანადაში ვიზიტისას, ისრაელის პრემიერმა, ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს აქვს უფლება იმოქმედოს, თავი დაიცვს ირანისგან, რომელიც თვლის ნეტანიაჰუ, ისრაელის განადგურებას ფიქრობს.
XS
SM
MD
LG