Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დუმილის დღე“ არჩევნების წინ


დღეს რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების წინა „დუმილის დღეა,“ აკრძალულია წინასაარჩევნო ყოველგვარი აგიტაცია. დღეს, მოსკოვში საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრში, გაიხსნა სპეციალური ტაბლო, რომელზეც ოთხ მარტს, საარჩევნო უბნებიდან ვიდეოტრანსლაცია იქნება შესაძლებელი. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე აკრედიტებულია 685 უცხოელი მეთვალყურე. კენჭისყრას მეათვალყურეობას გაუწევენ კანდიდატების საარჩევნო შტატების წარმომადგენლები და დიდი რაოდენობის სამოქალაქო აქტივისტები. რუსეთის პრეზიდენტობას ერთმანეთს ხუთი კანდიდატი შეეცილება: ვლადიმირ ჟირინოვსკი, გენადი ზიუგანოვი, სერგეი მირონოვი, მიხაილ პროხოროვი და ვლადიმირ პუტინი.
XS
SM
MD
LG