Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში


ვლადიმირ პუტინი საარჩევნო უბანზე
ვლადიმირ პუტინი საარჩევნო უბანზე
ეგზიტპოლის თანახმად, რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი იმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 60 პროცენტით. საზოგადოებრივი აზრის ფონდის წინასწარმეტყველებით, პუტინი გაიმარჯვებს 59,3 პროცენტით, სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის აზრით - 58,3 პროცენტით. სხვა კანდიდატების შედეგი, ფონდის თანახმად, ასეთია: გენადი ზიუგანოვი - 18,2 პროცენტი, მიხაილ პროხოროვი, 9,6, ვლადიმრ ჟირინოვსკი - 7,4 და სერგეი მირონოვი, 4,3 პროცენტი.

სულ რუსეთის მასშტაბით გახსნილი იყო 91 ათასი საარჩევნო უბანი. დღის განმავლობაში გავრცელდა ცნობები საარჩევნო კანონის დარღვევის ათასობით შემთხვევის შესახებ. კერძოდ, საარჩევნო უბნებში ხალხის ორგანიზებული მიყვანის, ხმის რამდენჯერმე მიცემისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის თაობაზე.

რუსეთის მასშტაბით მუშაობდა 685 უცხოელი მეთვალყურე, მათგან 219 ეუთოს დემოკრატიული ინტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინტიტუტის წარმომადგენელი.

არჩევნებს ნებაყოფლობით მეთვალყურეობდა ათასობით მოქალაქე. ასოციაცია "გოლოსის" თანახმად, მას აქვს ცნობები სამი ათასი დარღვევის შესახებ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება 86 საჩივარზე. საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული იყო კამერები, მათი რიცხვი მთელი რუსეთის მასშტაბით 90 ათასამდეა.
XS
SM
MD
LG