Accessibility links

logo-print

პოლონეთში სარკინიგზო კატასტროფისას 16 ადამიანი დაიხოცა


პოლონეთის ოფიციალური განცხადებით, 16 ადამიანი დაიხოცა და 54 დაშავდა პოლონეთის სამხრეთში სარკინიგზო კატასტროფის, ორ მატარებლის შეტაკების შედგად. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მომხდარს ბოლო წლებში ყველაზე ტრაგიკული სარკინიგზო კატასტროფა უწოდა. ის შემთხვევის ადგილს დღეს დილით ეწვია. დაშავებულთა ნახევარი მძიმე მგომარეობაშია. მატარებლებში იმყოფებოდნენ უცხოელი მგზავრები, მათ შორის უკრაინადან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან. დახოცილებს შორისუცხოელები არ არიან. სულ ორივე მატარებელში 350 ადამიანი იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG