Accessibility links

logo-print

სირიაში "წითელი ჯვარი" ჰომსის მახლობლად სურსათს არიგებს


წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ, დღეს დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების განაწილება სირიის ქალაქ ჰომის მახლობლად. საქმე ეხება დასახლებულ პუნქტს, სადაც თავშესაღარი ნახეს ჰომსიდან, ბაბა ამრიდან გაქცეულებმა. წითელი ჯვარი, ასევე სირიის წითელი ნახევარმთავრის ორგანიზაცია იუწყებიან, რომ სირიის არმია მათ კვლავაც ხელს უშლის შევიდნენ და სურსათი მიაწოდონ ქალაქ ჰომის ბაბა ამრის რაიონს, სადაც ცხარე ბრძოლები მიმდინაერბდა თითქმის ერთი თვის განმავლობაში მთავრობის ჯარსა და მის მოწინააღმედეგე მეამბოხეთა რაზმებს შორის. პარასკევს, სირიის მთავრობა თანახმა იყო შეეშვა წითელი ჯვარი რაიონში, რომელიც ცხარე ბრძოლების შემდეგ, კვლავ დაიკავა მთავრობის არმიამ და გაათავისუფლა მეამბოხეებისგან. ახლა არმია აცხადებს, რომ ბაბა ამრი საჭიროა გაიწმინდოს საბოლოოდ. აქტივისტები იუწყებიან, რომ ქალაქში ხდება შურისძიებით მიზნით მკვლელობები, ჯგუფერი დასჯა მეამბოხეებისა. მათივე ვარაუდით, მთავრობა ცდილობს რაილნის მოსახლეობაზე მასობრივი შურმისძიების კვალი დაფაროს და ამიტომ არ იძლევა იქ შესვლის უფლებას.
XS
SM
MD
LG