Accessibility links

logo-print

ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრი ავტონომიურ ოლქს ვიცე-პრეზიდენტის გადაცემას თხოვს


ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ავტონომიური ქურთისტანის რეგიონს მოთხოვა დააპატიმროს და სასამართლოს გადასცეს ერაყის ვიცე-პრეზიდენტი, თარიქ ალ-ჰაშემი. სამინისტრო აცხადებს, რომ აქვს ცნობა ჰაშემის განზრახვის შესახებ, გაიქცეს უცხოეთში. მაღალი რანგის სუნიტ პოლიტიკოსს ბაღდადი ბრალად სდებს დამნაშავეობრივი ჯგუფების ხელმძღვანელობას და მხარდაჭერას. ადრე მისი დაპატიმრების სანქცია გასცა ერაყის მთარობამ, რომელსაც შიიტები განაგებენ. ალ-ჰაშემი მას მერე ქურთისტანს აფარებს თავს.
XS
SM
MD
LG