Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა: აშშ მზად ყველა ზომას მიმართოს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, კვირას განაცხადა, რომ აშშ მზად არის მიმართოს ყოველგვარ ზომას, თვით სამხედროსაც კი, თუ საჭირო იქნა, გზა გადაუღობოს ირანს ბირთვული იარაღის შექმნისკენ. მისი თქმით, ირანის მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ის არ მიმართავს შეკავების პოლიტიკას, ჩემი პოლიტიკა გულისხმობს, ხელი შევუშალო ირანს შექმნას ბირთვული იარაღი, თქვა მან საზოგადობრივი კავშირების აშშ-ისრაელის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას. მაგრამ ობამამ იქვე გამოთქვა გაფრთხილება, რომ ახლა „ბევრი და უაზრო ლაპარაკია ომზე“. მისივე აზრით, ახლა დროა, უფრო ინტენსიური გახდეს ირანისთვის დაწესებული სანქციები და განვამტკიცოთ „ჩვენს მიერ შექმნილი ფართო საერთაშორისო კოალიცია". უფრო ადრე, კვირას, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ,ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანთან დაკავშირებით თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებებს. ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეტანიაჰუს ორშაბათს ხვდება. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG