Accessibility links

logo-print

პუტინმა ხმების 64 პროცენტამდე დააგროვა


რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, ვლადიმირ პუტინმა ხმების 63,75 პროცენტი დააგროვა და საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება გაინაღდა. ბიულეტენების 99,3 პროცენტის დამუშავების შედეგად, ამომრჩეველთა აქტივობამ 65,3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე გენადი ზიუგანოვია, რომელმაც 17 პროცენტზე ოდნავ მეტი მიიღო. მესამეზეა ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი - 8 პროცენტით. ვლადიმირ ჟირინოვსკიმ 6 პროცენტზე ოდნავ მეტი დააგროვა, სერგეი მირონოვმა კი - 4 პროცენტი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვლადიმირ პუტინს სამხრეთ კავკასიაში აქვს: დაღესტანში, ინგუშეთში და ყარაჩაევო-ჩერქეზეთში მან ხმების 90 პროცენტზე მეტი დააგროვა. ჩეჩნეთში კი ხმების თითქმის 100 პროცენტი მიიღო. დამკვირვებლები და უფლებადამცველები იუწყებიან მრავალრიცხოვანი დარღვევების შესახებ, მათ შორის ეგრეთწოდებულ ”კარუსელებზე” და ამომრჩევლის მოსყიდვაზე.
XS
SM
MD
LG