Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მოკლეს 30-მდე პოლიციელი


ერაყიდან გავრცელებული ცნობებით, 27 პოლიციელი დაიღუპა დასავლეთში მდებარე ანბარის პროვინციაში მოწყობილი თავდასხმების შედეგად. პოლიციის ვარაუდით, საქმე ეხება კოორდინირებულ თავდასხმებს, რომლებიც ალ-ყაიდის წევრებმა მოაწყეს. ცნობების თანახმად, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რამდენიმე ბლოკპოსტს და შეიჭრნენ, სულ ცოტა, ორი პოლიციელის სახლებში. ურთიერთსროლის დროს დაიღუპა, სულ ცოტა, ერთი თავდამსხმელიც. ცნობებში მოყვანილია პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება, რომ კოორდინირებულ თავდასხმებში 50-ზე მეტი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG