Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი მეთვალყურეები: რუსეთში არჩევნები ჩატარდა პუტინის ხელშემწყობ პირობებში


რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების უცხოელი მეთვალყურეების განცხადებით, არჩევნები ჩატარდა კანდიდატებისათვის არათანაბარ, ვლადიმირ პუტინის ხელშემწყობ პირობებში. არჩევნებზე ეუთოს მოკლევადიანი სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის, ტონინო პიკულას განცხადებით, „არ იყო რეალური კონკურენცია“ და „სახელისუფლო რესურსებით ბოროტად სარგებლობამ უზრუნველყო ის, რომ ეჭვს არასოდეს იწვევდა არჩევნებში საბოლოო გამარჯვებულის ვინაობა“. უცხოელი მეთვალყურეები გამოდიან მოწოდებით, გულდასმით იქნეს გამოძიებული ბრალდებები არჩევნების დროს დაშვებულ დარღვევათა შესახებ. დღეს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა პუტინი, რომელსაც ხმების თითქმის 64 პროცენტი ერგო. პუტინს უკვე მრავალი ქვეყნიდან მიულოცეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. ამ ქვეყნებს შორის არიან ჩინეთი, ვენესუელა, სირია, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
XS
SM
MD
LG