Accessibility links

logo-print

ობამა და ნეტანიაჰუ ისაუბრებენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ დღეს ვაშინგტონში ისაუბრებენ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აშშ და ისრაელი მიეკუთვნებიან ქვეყნებს, რომლებიც შიშობენ, რომ ირანის პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას. ვაშინგტონში დღევანდელი მოლაპარაკების ფონია ცნობები, რომ ისრაელი შესაძლოა, ემზადებოდეს ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმისათვის, რათა არ დაუშვას მის ხელში ბირთვული იარაღის ჩავარდნა. ობამამ კვირას ვაშინგტონში, ისრაელის ლობისტი ორგანიზაციის შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მეტისმეტად ბევრი ლაპარაკია ომის თემაზე. იქვე ობამამ დაადასტურა, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას, თუ დიპლომატიური ინიციატივებით და ეკონომიკური სანქციებით ვერ შეძლებენ ირანის დაყოლიებას ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე.
XS
SM
MD
LG