Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგეტიკის სააგენტო გამოთქვამს შეშფოთებას ირანის გამო


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში, მისი დირექტორის იუკია ამანოს განცხადებით, კვლავაც „სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს საფრთხე, რომ ირანი შესაძლოა, მუშაობდეს ბირთვული იარაღის საიდუმლო პროგრამაზე. ამანოს თქმით, გასული წლიდან მოყოლებული, ირანს გასამმაგებული აქვს მაღალგამდიდრებული ურანის ყოველთვიური წარმოება. საქმე ეხება მასალას, რომლის გამოყენება ბირთვული იარაღისთვისაც არის შესაძლებელი. იუკია ამანო ამ განცხადებით გამოვიდა ვენაში, ატომური სააგენტოს მმართველი 35-წევრიანი საბჭოს სხდომაზე, რომელზეც განიხილავენ ირანის შესახებ მოხსენებას, ამ ქვეყანაში სააგენტოს დელეგაციის ბოლოდროინდელი ვიზიტის შემდეგ. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG