Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტად ბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის განვითარების პერსპექტივა დაბალია. კალანდაძის თქმით, საქართველოს არა აქვს ილუზია, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიცვლება და ქვეყანაში დემოკრატიზაცია დაიწყება. რაც შეეხება პრეზიდენტად არჩეული პუტინის განცხადებას, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის უკან დაბრუნება გამორიცხულია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სიახლედ არც ამ პოზიციას მიიჩნევენ. ნინო კალანდაძის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკა ცალსახაა, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ზეწოლა ადრე, თუ გვიან შედეგს მაინც გამოიღებს.
XS
SM
MD
LG