Accessibility links

logo-print

მოსკოვში სპეცრაზმმა ძალით დაშალა ოპოზიციის მიტინგი


მოსკოვის პუშკინის მოედანზე პოლიციის მიერ მიტინგის ძალით გამოყენების შემდეგ, სამართალდამცველებმა ოპოზიციის ლიდერები სერგეი უდალცოვი და ალექსეი ნავალინი დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები ილია ბარაბანოვი და დანილე ლინდელე. ოპოზიციის მიტინგის დროს, პოლიციამ ალყა შემოარტყა მიტინგის ადგილზე დარჩენილ ოპოზიციის აქტივისტებს და ხელკეტების გამოყენებით დაიწყო მათი დაკავება. პუშკინის მოედანზე 5 მარტს გაიმართა ოპოზიციის მიტინგი, რომელშიც 15 ათასი კაცი მონაწილეობდა. იმ მომენტისათვის, როდესაც პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა ხალხის დაკავება დაიწყო, მოედანზე მხოლოდ 1000 კაცი იყო დარჩენილი. მომიტინგეები სკანდირებდნენ „სირცხვილი“ და „ომონი არღვევს კანონს.“
XS
SM
MD
LG