Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ოპოზიციონერებს 15-დღიანი პატიმრობა ელით


მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, საპროტესტო აქციის მსვლელობისას დაკავებულ ოპოზიციონერ ილია იაშინს 15-დღიანი პატიმრობა ელის. ილია იაშინს, რომელიც ამჯერად გათავისუფულია, ბრალი ედება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობაში. იაშინის სიტყვებით, მასთან ერთად მყოფ 19 პირსაც მსგავსი ადმინისტრაციული სასჯელი ელის. ცოტა ხნით ადრე, პოლიციის შენობიდან გაათავისუფლეს კიდევ რამდენიმე დაკავებული ოპოზიციონერი. მათ შორის ალექსეი ნევალნოვი და სერგეი უდალცოვი. მათ ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. სანქცირებული აქციის მონაწილეების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერების ნაწილმა უარი თქვა პუშკინის მოედნის დატოვებაზე და მათ განაცხადეს, რომ დაიწყებდნენ უვადო საპროტესტო აქციებს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით აქციები რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.
XS
SM
MD
LG