Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მომხდარი თავდასხმებისას 27 პოლიციელი დაიღუპა


ორშაბათს ერაყში, ანბარის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმისას, უკანასკნელი მონაცემებით, 27 პოლიციელი დაიღუპა. ადგილობრივი სამართალდამცავები ტერაქტებზე პასუხისმგებლობას „ალ ყაიდას“ აკისრებენ. როგორც გამოძიება იტყობინება, თავდამსხმელებმა, რომლებსაც სამხედრო ფორმა ეცვათ, ორშაბათს დილით ადრე ცეცხლი გაუხსნეს რამდენიმე ბლოკპოსტსა და პოლიციელების სახლებს. თავდამსხმელთა საერთო რიცხვი 50-ს შეადგენდა. ერთ-ერთი მათგანი ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.
XS
SM
MD
LG