Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აზერბაიჯანს ეწვევა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით. მიხეილ სააკაშვილი შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ასევე იგეგმება საქართველოს პირველი პირის სიტყვით გამოსვლაც. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ბაქოში გაემგზავრებიან სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულებას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, დელეგაცია აზერბაიჯანის მხარესთან განიხილავს როგორც ეკონიმიკურ, ისე ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. იგეგემება ასევე ქართული დელეგაციის შეხვედრა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარესთან.
XS
SM
MD
LG