Accessibility links

logo-print

აშშ-ის 10 შტატში იმართება რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები


აშშ-ის 10 შტატში იმართება რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები, რის გამოც დღევანდელ დღეს „სუპერსამშაბათს“ უწოდებენ. მან შესაძლოა, გამოავლინოს რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო კანდიდატი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ნომინაციისათვის მებრძოლ ოთხ კანდიდატს შორის სამი - მიტ რომნი, რიკ სანტორუმი და ნიუტ გინგრიჩი - ერთ შტატში მაინც მოიპოვებს გამარჯვებას. ყველაზე მწვავე კონკურენციას მოელიან ოჰაიოს შტატში. ჯერ არც ერთ რესპუბლიკელს არ მოუპოვებია საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი პარტიის კანდიდატად ნომინაცია ამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების გარეშე.
XS
SM
MD
LG