Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის პრესმდივანი აქებს პოლიციის ქმედებას დემონსტრაციებზე


რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის, ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი გამართლებულად მიიჩნევს ასობით დემონსტრანტის დაკავებას არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე. კვირის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პუტინს ერგო ხმების 64-მდე პროცენტი. შესაბამისად, ის მესამე ვადით დაბრუნდება პრეზიდენტის პოსტზე. გუშინ 500-ზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავეს მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში გამართულ საპროტესტო აქციებზე. დაკავების მიზეზი იყო უსანქციო შეკრებაში მონაწილეობა, ან მიტინგის დასრულებისაკენ მოწოდების უგულებელყოფა. პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა სამშაბათს განაცხადა, რომ პოლიციამ აქციების დროს გამოავლინა „პროფესიონალიზმის მაღალი დონე“ და ქმედითობა. დაკავებული დემონსტრანტების უმრავლესობა მალევე გაათავისუფლეს, თუმცა ზოგი მათგანი სამშაბათს უნდა გამოცხადდეს სასამართლოში დემონსტრაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო. ოპოზიციის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ გაგრძელდება მასობრივი დემონსტრაციები პუტინის მმართველობის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG