Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუს ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას ულოცავს


აშშ რუს ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას ულოცავს და მზად არის, ინაუგურაციის შემდეგ რუსეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ითანამშრომლოს , - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ იზიარებს ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასწარ დასკვნებს: "გვინდა ხაზი გავუსვათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებას, რომლის თანახმადაც, არჩევნებს ჰყავდა აშკარა გამარჯვებული აბსოლუტური უმრავლესობით. ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეუთომ გამოხატა შეშფოთება იმ პირობების მიმართ, რომლებშიც წარიმართა საარჩევნო კამპანია, აგრეთვე, სამთავრობო რესურსების გამოყენებაზე, პროცედურულ დარღვევებზე არჩევნების დღეს და სხვა", - ნათქვამია განცხადებაში. აშშ მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, ჩაატაროს დამოუკიდებელი და სანდო გამოძიება დაფიქსირებულ ყველა დარღვევაზე.
XS
SM
MD
LG