Accessibility links

logo-print

თურქეთი მოითხოვს ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას სირიაში


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მეზობელ სირიას მოუწოდა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისაკენ, რათა დახმარება მიიღონ სამოქალაქო პირებმა კონფლიქტით მოცულ რეგიონებში. ერდოანი ამ საკითხს შეეხო ანკარაში, თავისი პარტიის წარმომადგენელ პარლამენტარებთან შეხვედრაზე. თურქეთს 910-კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვს სირიასთან. ერდოანის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით,11 ათასი სირიელია გაქცეული თურქეთში მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ დაიწყო რეპრესიები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპონენტების წინააღმდეგ. ერდოანი მიეკუთვნება სირიის ლიდერის ყველაზე მკაცრ კრიტიკოსებს რეპრესიების გამო, რომლებმაც სირიაში, გაეროს მონაცემებით, 7500-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG