Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში შვიდი სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს


პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, შვიდი სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში მომხდარი ინციდენტებისას. პაკისტანის სასაზღვრო ჯარების პრესმდივანმა ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ პირველი ინციდენტი მოხდა დერა ბუგტის რაიონში, სადაც გაზის საბადოებია და სადაც ექსტრემისტები თავს დაესხნენ უშიშროების ძალების ავტოკოლონას. მოკლეს ოთხი ექსტრემისტი, რომელთა შორისაც იყო მეამბოხეების ორი ლიდერი. მეორე ინიცდენტის დროს უჩის რაიონში დაიღუპა სამი და დაიჭრა ცხრა ექსტრემისტი. ბალუჯისტანი გაზით და ნავთობით მდიდარი რეგიონია.
XS
SM
MD
LG