Accessibility links

ხაშურის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია


ხაშურის პოლიციის შენობა

ხაშურის პოლიციის შენობა

თანამდებობიდან გათავისუფლებულია ხაშურის პოლიციის უფროსი გიორგი ხარჩილაძე. საქართველოს შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 27 თებერვალს, ხაშურის პოლიციის შენობაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტის გამო, მიღებულია გადაწყვეტილება პოლიციის უფროსის გიორგი ხარჩილაძის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ. სამინისტრო მიზეზად ასახელებს იმას, რომ ხაშურის პოლიციის შენობაში არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.

ხაშურის პოლიციის შენობაში მიღებული ტრავმების გამო საავადმყოფოში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სურს საზოგადოებას აცნობოს სოლომონ ქიმერიძის მიერ პოლიციის შენობაში ტრავმების მიღების თვითმხილველებისა და მომხდარზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე პირების დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. პროკურატურის განცხადებაში მოყვანილია გარდაცვლილის ოჯახის წევრების, პოლიციელებისა და ექიმების ჩვენებები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმად, სოლომონ ქიმერიძეს არ აღენიშნება ცემის, ან წამების კვალი, მისი გარდაცვალება კი გამოიწვია სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად მიღებულმა ტრავმებმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG