Accessibility links

logo-print
ბოლო დროს დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, საქართველოში 3 მარტიც სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული და 8 მარტიც. 3 მარტს დედის დღე, ხოლო 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დროს, როგორც წესი, ქალებს მიართმევენ თაიგულებს, სუვენირებს, უძღვნიან ლექსებსა და ეუბნებიან ქათინაურებს, თუმცა, როგორც თავად ქალები შენიშნავენ, ამ ორი დღის აღნიშვნით მათ ცხოვრებაში დიდად არაფერი იცვლება. დღესასწაულების დასრულების შემდეგ ქალებს კვლავ იმ მძიმე ყოფაში უწევთ დაბრუნება, რომელიც მათ ოჯახებსა და მთლიანად ქვეყანაშია შექმნილი. ”რეგიონალურ მაცნეში” დღეს ამ თემაზე გთავაზობთ სიუჟეტებს ქუთაისიდან, თელავიდან, გორიდან და ახალციხიდან.
XS
SM
MD
LG