Accessibility links

logo-print
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ ქალთა საზოგადოებას“ სახელმწიფოს მხრიდან უფლებადარღვეული ქალბატონები იშვიათად მიმართავენ. სამაგიეროდ, მათ ოფისში ხშირად შეხვდებით ქალებს, რომლებიც ძალადობას ოჯახის წევრების მხრიდან განიცდიან. საზოგადოების თავმჯდომარე მარინა მოდებაძე აცხადებს, რომ ზოგჯერ ქალის შრომითი უფლებების დარღვევაზეც უწევთ რეაგირება.

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მაკა სუდაძე ფიქრობს, რომ ქალთა უფლებები ქვეყანაში ისეა დაცული, როგორც ამას თავად მანდილოსნები აცნობიერებენ. იმის მიზეზი, რომ ქალები ნელ–ნელა პოულობენ საკუთარ ადგილს საზოგადოებაში, ცენტრის ხელმძღვანელის აზრით, ქართული ტრადიცია და წეს–ჩვეულებებია. მაკა სუდაძე ამბობს, რომ დამსაქმებლები ხშირად ერიდებიან ახლად შექმნილი ოჯახის დიასახლისთა დასაქმებას.

მესამე სექტორის წარმომადგენელ ქალთა მსგავსად, გამოკითხული მანდილოსნების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მათი უფლებები საქართველოში ძირითადად დაცულია. ახალციხეში მიაჩნიათ, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე თუ არ გამახვილდება ყურადღება, ქვეყანაში გენდერული პრობლემა არ დგას.

რაც შეეხება მესხ ქალბატონებს, პოლიტიკურ პარტიებში მათ თითო–ოროლას თუ შეხვდებით.
XS
SM
MD
LG