Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტმა ბაქო გაკრიტიკა ნატოს შტაბბინაში ვიზიტისას


სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის განცხადებით, მეზობელი აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, ხელი შეუშალოს პროგრესს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. სარქისიანი ამ ბრალდებით გამოვიდა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში ვიზიტისას. მისი თქმით, აზერბაიჯანი განაგძრობს სომხებისადმი „სიძულვილის თესვას“. ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სარქისიანმა განაცხადა აგრეთვე, რომ ერევანი მზად არის ნატოსთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად. სომხეთი ამჟამად 130-კაციანი სამხედრო კონტინგენტით არის წარმოდგენილი ავღანეთში. თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა შეაქო სომხეთთან ნატოს პარტიორობა და სომხეთის წვლილი რეგიონული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვის საქმეში.
XS
SM
MD
LG