Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ირანის პრობლემის მოგვარებაში დიპლომატიის შანსს ხედავს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობს, „შესაძლებლობათა ფანჯარა“, გამოყენებულ იქნეს დიპლომატია ნაცვლად სამხედრო ძალისა, რათა მოგვარდეს დავა ირანის საეჭვო ბირთვული იარაღის პროგრამის გამო. ობამამ თქვა, რომ ის ირანის საკითხს ის დინჯად მიუდგება. ახლახან ობამამ თქვა, რომ სამხედრო საშუალებები კვლავ დღის წესრიგშია, თუ სხვა შესაძლებლობები ირანის შეჩერების საქმეში, შეწყვიტოს ბირთვული იარაღის განვითარება, შედეგს ვერ მოიტანს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის ცალმხრივ სამხედრო ნაბიჯს სირიის წინააღმდეგ არ გადადგამს. მან გაიხსენა, რომ საერთაშორისო თანმეგობრობამ ვერ მოახერხა სირიის საკითხიშ ისეთი ერთიანობისთვის მიეღწია, როგორც ეს ლიბიის გამო მოხდა. გაეროში რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს სირიის შესახებ რეზოლუციას.
XS
SM
MD
LG