Accessibility links

logo-print

რესპუბლიკელების ”სუპერსამშაბათს” მიტ რომნი დაწინაურდა


აშშ-ში სრულდება ხმების დათვლა ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკური კანდიდატის გამოსავლენად ე.წ. ”სუპერსამსაბათს” ჩატარებული არჩევნების შემდეგ. ბოლო მონაცემებით მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ ხუთ შტატში მოიპოვა გამარჯვება. არჩევნები სულ 10 შტატში ჩატარდა. ყველაზე რთული ბრძოლა ოჰაიოში გაიმართა, სადაც რომნიმ მხოლოდ 1 პროცენტით აჯობა ძირითად კონკურენტს, კოსერვატორ პოლიტიკოს რიკ სანტორუმს. სანტორუმმა, თავის მხრივ, სამ შტატში გაიმარჯვა. კონგრესის ყოფილმა სპიკერმა, ნიურ გინგრიჩმა თავის მშობლიურ შტატში, ჯორჯიაში მიაღწია გამარჯვებას. მეოთხე პრეტენდენტს, ლიბერტარიანელ რონ პოლს ჯერ არც ერთ შტატში არ გაუმარჯვია. ალასკაში კენჭისყრის შედეგები ჯერ უცნობია.
XS
SM
MD
LG