Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს სირიაში ჩადის გაეროს წარმომადგენელი ჰუმანიტარულ საკითხებში


დღეს სირიაში ჩადის გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, ვალერი ამოსი, რომელიც შეეცდება, დაარწმუნოს სირიის მთავრობა კონფლიქტით მოცული რეგიონებში მყოფი მოსახლეობისათვის საერთაშორისო დახმარების მიწოდების აუცილებლობაში. ამოსი პარასკევამდე დარჩება სირიაში. ის აცხადებს, რომ აპირებს, ყველა მხარეს მოუწოდოს, ხელი არ შეუშალონ ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლების მუშაობას, რათა მათ შეძლონ დაჭრილების ევაკუაცია და მოსახლეობის მომარაგება. ამასობაში, სირიაში გრძელდება რეპრესიები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე ძალების მიმართ. გაეროს მონაცემებით, 7500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ერთი წლის წინ კონფლიქტის დაწყების შემდეგ.
XS
SM
MD
LG