Accessibility links

დაღესტანში ხუთი პოლიციელი დაიღუპა ქალის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად


ოფიციალური პირების ცნობით, დაღესტანში ხუთი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა თვითმკვლელი თავდამსხმელი ქალის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. თავდასხმა, რომელიც მიმართული იყო პოლიციელების ბლოკპოსტის წინააღმდეგ, წუხელ მოეწყო სოფელ კარაბუდახკენტში, დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალის სამხრეთით 30-მდე კილომეტრში. რუსეთის მედიის ცნობით, გამოძიება განიხილავს ვერსიას, რომ თვითმკვლელი ამფეთქებელი იყო მეამბოხეების ადგილობრივი ლიდერის, ბოლოხანს მოწყობილი რეიდისას მოკლული პირის ქვრივი. ისლამისტების ვებსაიტ „კავკაზცენტრის“ ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 10-მდე პოლიციელი. ამ ცნობას ოფიციალურად არ ადასტურებენ.
XS
SM
MD
LG