Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში შაბათს გაიმართება პუტინის ოპონენტთა სანქცირებული აქცია


მოსკოვის მერიამ გასცა 10 მარტს ოპოზიციის მრავალათასიანი დემონსტრაციის ჩატარების სანქცია. მოსკოვის მერის მოადგილე ალექსანდრ გორბენკომ რადიო „ეხო მოსკვის“ განუცხადა, რომ დემონსტრაცია, რომელზეც დაშვებულია 50 000-მდე ადამიანის მონაწილეობა, გაიმართება დედაქალაქის ცენტრში მდებარე არბატის მოედანზე. ოპოზიციის აქტივისტებს უკვე ჩატარებული აქვთ მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ, რაც რუსეთში 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა. არჩევნების შედეგად პუტინი მესამე ვადით დაუბრუნდება პრეზიდენტის პოსტს.
XS
SM
MD
LG