Accessibility links

სირიაში ჩავიდა გაეროს წარმომადგენელი ჰუმანიტარულ საკითხებში


დღეს სირიაში ჩავიდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, ვალერი ამოსი, რომლის ამოცანაცაა, დაარწმუნოს სირიის მთავრობა კონფლიქტით მოცული რეგიონებში მყოფი მოსახლეობისათვის საერთაშორისო დახმარების მიწოდების აუცილებლობაში. გაეროს პრესმდივნის განცხადებით, ამოსი ოთხშაბათს დამასკში შეხვდა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს და აპირებს ჩასვლას ცენტრალური სირიის ქალაქ ჰომსში, რომელსაც თვეზე მეტია, ბომბავენ მთავრობის ჯარები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ამბოხების ჩასახშობად. ბაშარ ალ-ასადი, როგორც ჩანს, არ აპირებს ოპონენტების მიმართ ძალადობის შეჩერებას. გაეროს მონაცემებით, სირიაში 7500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ერთი წლის წინ კონფლიქტის დაწყების შემდეგ.
XS
SM
MD
LG