Accessibility links

logo-print

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ”თავისუფალი დემოკრატების” სარჩელის განხილვა დაიწყო


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო განხილვა ”თავისუფალი დემოკრატების” სარჩელისა, რომელიც პოლიციის კანონის მე-9 მუხლს შეეხება. სარჩელის ავტორის ლევან იზორიას განცხადებით, საუბარია ნორმაზე, რომლითაც პოლიციელს შეუძლია გონივრული ეჭვის საფუძველზე პირის შეჩერება და ე.წ. გონივრული ვადით მისთვის კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვა. ლევან იზორიას განმარტებით, ამ ნორმით არ არსებობს პოლიციელის მიერ ოქმის შედგენის მოთხოვნა და ასევე გაურკვეველია, რა მიზნით აჩერებს ის მოქალაქეს. ”ეს ყველაფერი ხელს უწყობს პოლიციელის მიერ გადაწყვეტილების თვითნებურად მიღებას და შესაძლოა, სავალალო შედეგითაც დასრულდეს, რისი მაგალითიცაა ხაშურის პოლიციაში მიღებული ტრავმებით სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტი” - განაცხადა ლევან იზორიამ. პარტია "თავისუფალი დემოკრატები" პოლიციის კანონის ნორმის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვენ.
XS
SM
MD
LG