Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 12 ადამიანი შეიწირა


ერაყში, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე პირი დაიჭრა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებისა და თვითმკვლელის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. ინციდენტები მოხდა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტალ აფარში. ოფიციალური პირების ცნობით, პირველი აფეთქება შუადღეს მოეწყო დანაღმული ავტომანქანით, რომელიც იდგა ხალხით სავსე რესტორანთან. როცა ხალხი რესტორნიდან ქუჩაში გავარდა, იქვე თავი აიფეთქა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. ტალ აფარი მდებარეობს სირიის საზღვრის მახლობლად.
XS
SM
MD
LG