Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰამასი“ არ აპირებს ისრაელზე თავდასხმას, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში


პალესტინელთა გასამხედროებულ მოძრაობა „ჰამასის“ განცხადებით, ის არ აპირებს ისრაელზე თავდასხმას, ისრაელთან ირანის შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში. „ჰამასის“ პრესმდივან ფაუზი ბარჰუმის თქმით, მათს მოძრაობას არა აქვს შესაძლბელობები „რომელიმე რეგიონულ ომში მონაწილეობის მისაღებად“. „ჰამასის“ ლიდერი აჰმედ იუსეფი „უაზრობას“ უწოდებს ისრაელის განცხადებებს, რომ „ჰამასმა“ შესაძლოა, ათობით რაკეტა დაუშინოს ისრაელს, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში. დღევანდელი ცნობების ფონია ვარაუდი, რომ ისრაელმა შესაძლოა, მომავალ თვეებში თავდასხმა განახორციელოს ირანის ბირთვულ ობიექტებზე. „ჰამასი“, რომელიც 2007 წლიდან მართავს ღაზის სექტორს, ირანის ტრადიციული მოკავშირეა.
XS
SM
MD
LG