Accessibility links

logo-print

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, ალა ჯიოევა ფაქტობრივად პატიმრობაშია


საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, რომელსაც ის აქვეყნებს ცხინვალის რეგიონში ოპოზიციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე მითითებით, ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა, ფაქტობრივად, პატიმრობაში იმყოფება. წყაროს ცნობით, რეგიონის დე ფაქტო გენერალური პროკურორის მოადგილე მიმართავს დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ ვალერი ვალიევს და აცნობებს მას, რომ ალა ჯიოევას წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ალა ჯიოევა ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, სადაც წელს, 9 თებერვალს გადაიყვანეს ჯიოევას შტაბის შტურმის შემდეგ.
XS
SM
MD
LG