Accessibility links

logo-print

ისრაელი მიესალმა ირანთან ბირთვულ სფეროში მოლაპარაკებას, მაგრამ სამხედრო შესაძლებლობას კვლავ იტოვებს


ისრაელი ფრთხილად მიესალმა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო საერთაშორისო მოლაპარაკების განახლებას, მაგრამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს უარი თქვას სხვა შესაძლებლობებზე. ისრაელის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, იაკოვ ამიდრორმა ისრაელის რადიოს უთხრა, რომ ის ძალიან ბედნიერია, ირანსა და ექვს ქვეყანას შორის მოლაპარაკების განხლების გამო. მაგრამ, მისი თქმით, ისრაელი მზად უნდა იყოს იმ შემთხვევისთვის, თუ ეს მოლაპარაკება შედეგს ვერ მოიტანს. მისივე თქმით, ისრაელის სამხედრო თავდასხმა საკვანძოა ირანის დარწმუნებისთვის, რომ უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე.
XS
SM
MD
LG