Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ნახევარმთვარე სირის ქალაქ ჰომსის განადგურებულ რაიონში შევიდა


წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, სირიის წითელი ნახევარმთვარის ჯგუფი დღეს ქალაქ ჰომსის ბაბა ამრის რაიონში შევიდა და დაათვალიერა. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში, ვალერი ამოსს, რომელიც დღეს სირიაში ჩავიდა, ასევე მიეცა საშუალება ბაბა ამრში ჩასულიყო. წითელი ჯვრის წარმომადგენლის თქმით, რაიონის მოსახლეობის უმეტესობა გაქცეულია. მაშველები დღეების განმავლობაში ელოდნენ უფლებას შესულიყვნენ არეალში, რომელიც მთავრობამ ხელში უკან ჩაგდების შემდეგ გაწმინდა. სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი, როგორც ჩანს, არ აპირებს ოპონენტების მიმართ ძალადობის შეჩერებას. გაეროს მონაცემებით, სირიაში 7500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ერთი წლის წინ კონფლიქტის დაწყების შემდეგ.
XS
SM
MD
LG