Accessibility links

logo-print

თბილისი ხელს მოაწერს აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის ხელშეკრულებას


საქართველო თურქეთთან გააფორმებს ხელშეკრულებას აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის თაობაზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ. მისივე თქმით, აზიზიეს მეჩეთი აშენდება იქ, სადაც საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს. მინისტრმა დასძინა, რომ ეს საკითხი უშუალოდ უკავშიდება ოშკის ფიზიკურად გადარჩენის პრობლემას. "ოშკი არის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი. და მისი დანგრევის პასუხისმგებლობას, ბუნებრივია, ვერ გავექცევით. ამიტომ, ეს არის გადასარჩენი და ამის სანაცვლოდ თურქული მხარე ითხოვს, საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან მცირე მეჩეთის აშენების უფლებას იქ, სადაც მათ ადგილობრივი ხელისუფლება მიუთითებს. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი არის გადასადგმელი და ჩვენ ამ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ", - განაცხადა რურუამ.
XS
SM
MD
LG