Accessibility links

logo-print

მიტ რომნის კონკურენტები ბრძოლას განაგრძობენ


რესპუბლიკელი მიტ რომნის კონურენტები არ აპირებენ შეწყვიტონ წინასაარჩევნო კამპანია მიუხედავად იმისა, რომ მათ ე.წ. ”სუპერსამშაბათს” დამარცხება იწვნიეს. 6 მარტს აშშ-ის 10 შტატში ჩატარდა რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები. ამ დღეს „სუპერსამშაბათს“ უწოდებენ. რომნიმ გამარჯვება მოიპოვა ათი შტატიდან ექვსში, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ოჰაიოში. ჯერ არც ერთ რესპუბლიკელს არ მოუპოვებია საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი პარტიის კანდიდატად ნომინაცია სწორედ ოჰაიოში გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების გარეშე. როგორც მიტ რომნის წინასაარჩევნო შტაბი ოთხშაბთს აცხადებდა, რომნის კონკურენტები ”მათემატიკური კანონების იგნორირებას ახდენენ”. თუმცა, შეერთებული შტატების პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები ნიუტ გინგრიჩი, რიკ სანტორუმი და ლიბერტალირიანელი რონ პოლი აცხადებენ, რომ ისინი წინასაარჩევნო მარათონის დატოვების მიზეზებს ვერ ხედავენ.
XS
SM
MD
LG