Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ავღანეთს ქალთა უფლებებზე კანონის მიღებისაკენ მოუწოდებს


გაერო ავღანეთის ხელისუფლებას ქალთა უფლებების შესახებ კანონის შემოღებისაკენ მოუწოდებს. ავღანეთში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელი ჟორჟეტ განიონის სიტყვებით, ქვეყანაში ძალიან ხშირად ირღვევა ქალებისა და გოგონების უფლებები. აღნიშნულ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მხარი დაუჭირა ავღანელ რელიგიის მსახურთა წინადადებას იმის შესახებ, რომ ქალებს კაცებთან ერთად მუშაობა და სწავლა აეკრძალოთ. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ, ქალებს აეკრძალოთ მოგზაურობა თანმხლები კაცის გარეშე.
XS
SM
MD
LG