Accessibility links

logo-print

ავღანეთში თალიბებმა ცხრა პოლიციელი დახოცეს


ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით, მოიერიშეებმა ცხრა პოლიციელი დახოცეს ქვეყნის სამხრეთ პროვინცია ურუზგანში, ურუზგანის სისხლის სამართლის სამძებრო გამოყოფილების წარმომადგენლის გუბალ ხანის თანახმად, იერიშის განხორციელებაში მეამბოხეებს დაეხმარა პოლიციის სტრუქტურებში ჩანერგილი პირი, რომლის შესაპყრობადაც მიმდინარეობს სამძებრო საქმიანობა. ურუზგანის პროვინციაში პოლიციის დახოცვის ფაქტი დაადასტურა თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომლის თქმითაც იერიში თალიბებმა განახორციელეს.
XS
SM
MD
LG