Accessibility links

logo-print

ტუვალუს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთში ჩავიდა


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ტუვალუს პრემიერი ვილი ტელავი მიიღო. ტუვალუს დელეგაცია, რომელსაც ტელავი ხელმძღვანელობს, სოხუმში გუშინ ჩავიდა. “ჩამოვედი, რომ კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მეგობრული ურთიერთობები”, - განაცხადა ტელავიმ. ტუვალუს დელეგაცია სოხუმში აფხაზეთის ე.წ, საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩავიდა. არჩევნები 10 მარტისთვის არის დანიშნული. ტუვალუმ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2011 წლის სექტემბერში აღიარა, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების სანაცვლოდ. პოლინეზიის რამდენიმე კუნძულზეა განთავსებული ტუვალუს მოახლეობა 12 200 კაცს შეადგენს.
XS
SM
MD
LG